ვაკანსიების სიაზე გადასვლა
საბეჭდი ფორმა
გაზიარება
კომერციული დირექტორი
განაცხადის შეტანა
თანამდებობა კომერციული დირექტორი
ორგანიზაცია ბიბლუსი
ადგილმდებარეობა თბილისი
ბოლო ვადა 2 მარტი 2018
   
ვაკანსიის აღწერა
მოვალეობები
  • კომერციული მიმართულებით კომპანიის სტრატეგიის შემუშავება და შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება;
  • ბაზრის შესწავლა, კონკურენტების ანალიზი და არსებული ტენდენციების რეგულარული დადგენა;
  • პროდუქციის ასორტიმენტის და გაყიდვების პროცესების სტანდარტიზაცია კორპორატიული კლიენტებისთვის;
  • გაყიდვებისა და მარჟების მიზნობრივი მაჩვენებლების დაგეგმვისა და მათი კონტროლისათვის აუცილებელი ანგარიშგების, ანალიზის და კონტროლის სისტემის შექმნა/დანერგვა;
  • კომერციულ დეპარტამენტში აუცილებელი რეგულაციების, ინსტრუქციების შექმნა და       შესრულების   უზრუნველყოფა;
  • კომერციული საქმიანობის ამსახველი ფინანსური/ არა ფინანსური ანგარიშების შექმნა და მათი ანალიზი;
  • ელექტრონული კომერციის მიმართულებით კომპანიის არსებული პროექტების განვითარება და ახლი იდეების ინიცირება;
  • კომპანიის სარეალიზაციო ქსელში,ყველა ძირითად სავაჭრო არხზე (საცალო, კორპორატიული, საბითუმო) ახალი პროდუქტების დამატების შესაბამისი ფინანსური გათვლებისა და პროექტების მომზადება;
  • კომპანიის პროდუქტების კატეგორიზაციის, სტატიტიკური ანალიზის საფუძველზე, კატეგორიების მიხედვით,ფასწარმოქმნის,  პროდუქციის მარჟებისა და გაყიდვების გეგმების შედგენა;
  • კომპანიის მნიშვნელოვან კლიენტებთან კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება.
  • მაღაზიების საცალო ქსელის მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა.




მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება, ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან ფინანსებში. MBA ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია მუშაობის გამოცდილება მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე მარკეტინგის ან/და გაყიდვების მიმართულებით;
  • მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ 4 წლის, ხოლო მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
  • ძირითადი საოფისე პროგრამების (Excel, Word, PowerPoint,  ) ცოდნა;
  • უცხო ენების (რუსული, ინგლისური) ცოდნა;




პიროვნული მახასიათებლები და აუცილებელი უნარები


  • ორგანიზების და მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და გუნდის ეფექტიანი მუშაობის ორგანიზების უნარი;
  • ბიზნესის განვითარებაზე და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე ორიენტირებული;
  • სისტემური აზროვნების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებული;
  • ზოგადი სტრატეგიული ხედვის და დაგეგმვის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დისციპლინირებული;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.




პირობები

სამუშაო გრაფიკი   სრული (09:30-18:00 სთ)


ადგილმდებარეობა:     ქ. თბილისი, იოსებიძის ქ.# 49


ანაზღაურება:    შეთანხმებით