ვაკანსიების სიაზე გადასვლა
საბეჭდი ფორმა
გაზიარება
მთავარი ბუღალტერი
განაცხადის შეტანა
თანამდებობა მთავარი ბუღალტერი
ორგანიზაცია პალიტრა მედია
ადგილმდებარეობა თბილისი
ბოლო ვადა 25 ნოემბერი 2018
   
ვაკანსიის აღწერა
მოვალეობები
  • კომპანიაში საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის მართვა, რაც გულისხმობს კომპანიის ოპერაციების ზუსტი, დროული და საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისი აღრიცხვის წარმოების კონტროლს;
  • ზემოაღნიშნული მიზნით კომპანიის სხვადასხვა სამსახურებიდან აუცილებელი პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების და ინფორმაციის სრულად და დროულად მოწოდების კონტროლი;
  • კომპანიის დებიტორებთან, კრედიტორებთან, საფინანსო დაწესებულებებთან, აუდიტორებთან, საგადასახადო ორგანოებთან და სხვ. ურთიერთობების და შესაბამისი ქმედებების განხორციელების კონტროლი;
  • საგადასახადო და სხვა ვალდებულებების სრულად და დროულად შესრულების კონტროლი კომპანიის მენეჯმენტის მხარდაჭერით;
  • დადგენილ ვადებში საბუღალტრო ანგარიშების შედგენა, საგადასახადო დეკლარაციების წარმოება და წარდგენა შესაბამის მარეგულირებელ ორგანოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის ფუნქციების დელეგირება, მათ მიერ დაკისრებული მოვალეობების დროულად შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი.
მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება;
  • მთავარ ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია საბუღალტრო პროგრამების, Oris-ის და Fina-ს ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

 

  პიროვნული მახასიათებლები:

 

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული;
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • შრომისმოყვარე და მიზანდასხული;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი.
პირობები

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30 - 18:00 სთ;

ადგილმდებარეობა:  . თბილისი, იოსებიძის . # 49.