ვაკანსიების სიაზე გადასვლა
საბეჭდი ფორმა
გაზიარება
HR მენეჯერი
განაცხადის შეტანა
თანამდებობა HR მენეჯერი
ორგანიზაცია პალიტრა მედია
ადგილმდებარეობა თბილისი
ბოლო ვადა 10 აგვისტო 2021
   
ვაკანსიის აღწერა
მოვალეობები

** შერჩევა/რეკრუიტმენტი (ვაკანსიის გამოცხადება, რეზიუმეების სორტირება, პირველი ეტაპის გასაუბრება)

** ადმინისტრირების პროცესის კონტროლი- პერსონალთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების (ბრძანების), შრომითი ხელშეკრულებების და სხვა საჭირო დოკუმენტების მომზადება/შენახვა;

** კომპანიის პერსონალის მართვის პოლიტიკის (სახელფასო სისტემა, პრემირების სისტემა, შეფასების სისტემა) შექმნა/დანერგვა/შესრულების კონტროლი.

** თანამშრომელთა შეფასების სისტემის ფორმირება/განახლება;

** სამოტივაციო სისტემის შემუშავება და შესაბამისი აქტივობების პერიოდულად დაგეგმვა/განხორციელება;

**ახლად აყვანილი თანამშრომლების ინტეგრაციისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;

**თანამშრომლებისთვის შესაბამისი ტრენინგების დაგეგმვა და ჩატარების ორგანიზება;

** თანამშრომელთა გუნდური მუშაობის, მოტივაციის და არაფორმალური ურთიერთობების განვითრებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორცილება;

** შიდა კორპორატიული კულტურის განვითარება;

** პერიოდული კვლევების ჩატარება პერსონალის შრომითი კმაყოფილების დონის შესაფასებლად;

** სადაზღვეო კომპანიებთან ურთიერთობა;

** ქსელში თანამშრომლების როტაციების მართვა.

 

მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

** ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;



პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დროის მენეჯმენტი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.


პირობები

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის #49.

სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო გრაფიკი: 09:30-18:30 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

 

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

 

 

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

 

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშავოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

 

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

 

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

 

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.