ვაკანსიების სიაზე გადასვლა
საბეჭდი ფორმა
გაზიარება
სტაჟიორი
განაცხადის შეტანა
თანამდებობა სტაჟიორი
ორგანიზაცია პალიტრა TV
ადგილმდებარეობა თბილისი
ბოლო ვადა 5 აგვისტო 2021
   
ვაკანსიის აღწერა
მოვალეობები

„პალიტრა TV აცხადებს სტაჟირების პროგრამებს ტელევიზიაში შემდეგი მიმართულებებით:



ჟურნალისტი:


  • სხვადასხვა სახის ღონისძიებებზე დასწრება და ინტერვიუების ჩაწერა;
  • გაშუქებული ღონისძიების შესახებ ტექსტების მომზადება;
  • მემონტაჟესთან ერთად მასალის მომზადება.



მემონტაჟე:


  • ვიდეო მასალის დახარისხება: დაჭრა, დარენდერება, მასალის მთავარი მემონტაჟისთვის მიწოდება.



ოპერატორი:


  • მცირე ზომის ინტერვიუების ჩაწერა და კადრების გადაღება.
მოთხოვნები

ჟურნალისტი:

  • სასურველია უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • აუცილებელია ჟურნალისტური პრინციპების თეორიული ცოდნა.



მემონტაჟე:


  • სასურველია განათლება ტექნიკური მიმართულებით
  • აუცილებელია სამონტაჟო პროგრამების საბაზისო ცოდნა.



ოპერატორი:


  • სასურველია განათლება ტექნიკური მიმართულებით
  • აუცილებელია ჰქონდეს ოპერატორობის შესწავლისა და კამერასთან მუშაობის ინტერესი
  • ოპერატორის პოზიციისთვის საჭირო უნარების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.




პიროვნული მახასიათებლები:


  • კომუნიკაბელურობა;
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალობა;
  • გუნდურობა.


პირობები

სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით

სამუშაოს ადგილმდებარეობათბილისიიოსებიძის 49


აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა  მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშავოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.