ვაკანსიების სიაზე გადასვლა
საბეჭდი ფორმა
გაზიარება
ლოჯისტიკისა და არაკომერციული შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი
განაცხადის შეტანა
თანამდებობა ლოჯისტიკისა და არაკომერციული შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი
ორგანიზაცია ბიბლუსი
ადგილმდებარეობა თბილისი
ბოლო ვადა 21 იანვარი 2018
   
ვაკანსიის აღწერა
მოვალეობები
  • ფილიალებისთვის საჭირო ინვენტარის შესყიდვის უზრუნველყოფა;
  • ადგილობრივ ბაზარზე მომწოდებლების მოძიება; მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების გაფორმება;
  • შესყიდვასთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგება;
  • მოწოდებული პროდუქციის ან გაწეული მომსახურების შეფასება და კონტროლი;
  • შეძენილი პროდუქციის ზუსტი აღრიცხვა და მარაგების კონტროლი;
  • ფილიალების მუშაობის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
  • ახალი ფილიალების გახსნის დროს საჭირო მასალების მოძიება და შესყიდვა;
  • ობიექტზე დაქირავებული მუშახელის შესრულებული სამუშაოს ხარისხის შეფასება და კონტროლი.
  • დაქვემდებარებული პირებისთვის სამუშაოს სწორად გადანაწილება და კონტროლი;


მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით)
  • აუცილებელია ლოჯისტიკის ან შესყიდვების მიმართულებით გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება მაღაზიათა ქსელის მიმართულებით გამოცდილებას)
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა (რუსული ან ინგლისური)
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel)




პიროვნული მახასიათებლები და უნარები:


  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;
  • დამოუკიდებელი და ინიციატივიანი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და დელეგირების უნარი;
  • კრიტიკულ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ოპერატიული.
პირობები

სამუშაო გრაფიკი: 09:30-18:00 სთ

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, იოსებიძის ქ. #49

ანაზღაურება: შეთანხმებით