ვაკანსიების სიაზე გადასვლა
საბეჭდი ფორმა
გაზიარება
შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი
განაცხადის შეტანა
თანამდებობა შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი
ორგანიზაცია პალიტრა მედია
ადგილმდებარეობა თბილისი
ბოლო ვადა 30 აპრილი 2021
   
ვაკანსიის აღწერა
მოვალეობები
  • ჰოლდინგში და ჰოლდინგის შვილობილ კომპანიებში არსებული ფინანსური გარემოს შეფასება/მონიტორინგი;
  • ჰოლდინგში და ჰოლდინგის შვილობილ კომპანიებში   შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელება, მოსამზადებელი/დაგეგმვის, განხორციელების, ანგარიშგების ეტაპების გავლით, კანონის მოთხოვნების, შიდა აუდიტის სტანდარტების, მეთოდოლოგიისა და აუდიტის პროცედურების/ინსტრუქციების შესაბამისად;
  • ჰოლდინგში და ჰოლდინგის შვილობილ კომპანიებში შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი. მოსამზადებელი/დაგეგმვის, განხორციელების, ანგარიშგების ეტაპების გავლით, კანონის მოთხოვნების, შიდა აუდიტის სტანდარტების, მეთოდოლოგიისა და აუდიტის პროცედურების/ინსტრუქციების შესაბამისად;
  • ჰოლდინგში და ჰოლდინგის შვილობილ კომპანიებში შიდა აუდიტის საქმიანობის წინასწარ განსაზღვრისა და რესურსების ეფექტურად გამოყენების მიზნით, შიდა აუდიტის წლიური გეგმის შემუშავებასა და მისი მომზადებისათვის საჭირო ღონისძიებების წარმართვა/მონაწილეობის მიღება;
  • ჰოლდინგში და ჰოლდინგის შვილობილ კომპანიებში შიდა აუდიტორული საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისა და გაუმჯობესების, ასევე, ხელმძღვანელობის ინფორმირების მიზნით, განხორციელებული ღონისძიებების ფარგლებში შიდა აუდიტორული საქმიანობის შესახებ კვარტალური და წლიური ანგარიშის მომზადება;
  • აუდიტორული საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი;
  • ჰოლდინგის შვილობილი კომპანიების მომართვის საფუძველზე საკონსულტაციო მომსახურების ჩარჩოსა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;
  • შიდა აუდიტის პროცესების, მიმართულებების დახვეწის, საქმიანობის საკანონმდებლო რეგულირებასთან თავსებადობის მიზნით, შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესახებ სიახლეების, საუკეთესო პრაქტიკის, შიდა აუდიტის მარეგულირებელი ნორმატიული და საკანონმდებლო აქტების მონიტორინგი;
  • იდა აუდიტის შიდა ინსტრუქციების შემუშავებისა და დახვეწის მიზნით, წინადადებებისა და მოსაზრებების მომზადება და კომპანიის ხელმძღვანელობასთან წარდგენა;
  • შიდა აუდიტორული საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესების და შიდა აუდიტის სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით, მუდმივი პროფესიული განვითარება და შიდა აუდიტის თანამშრომლებისათვის, მიღებული ცოდნის, გამოცდილებისა და საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარება;
  • ჰოლდინგის მასშტაბით ბიზნეს პროცესების წარმართვის, სხვადასხვა სამუშაო ინსტრუქციებისა და მეთოდოლოგიების სწორად გამოყენების კონტროლი;
  • დეპარტამენტის სამუშაო მიდგომების, სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების შექმნა/რევიზია და დანერგვა;
  • დაქვემდებარებული გუნდის ეფექტიანად მართვა. 
მოთხოვნები

 

  • უმაღლესი განათლება, ფინანსური ან იურიდიული მიმართულებით;
  • სასურველია მაგისტრის ხარისხი;
  • შიდა აუდიტის, საფინანსო მართვის სფეროში მუშაობის მინიმუმ 7 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის 3 წელი მენეჯერულ პოზიციაზე;
  • აუცილებელია აუდიტის წარმოების მაღალი კვალიფიკაცია/შესაბამისი გამოცდილების არსებობა. საგადასახადო ორგანოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილად ცოდნა;
  • სამეწარმეო სამარლის ძირითადი ნორმების შესაბამის დონეზე ცოდნა;
  • სასურველია შიდა აუდიტორის საერთაშორისო სერტიფიკატი (CIA, CGAP);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • უცხო ენების, ინგლისური, რუსულის თავისუფლად ფლობა.

 

პიროვნული მახასიათებლები:

 

  • კომპლექსური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
  • დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
  • კარგი მენეჯერული და ლიდერული უნარები.
პირობები

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00;

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: იოსებიძის .#49








აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

 

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშავოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

 

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა. კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.



თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.