ვაკანსიების სიაზე გადასვლა
საბეჭდი ფორმა
გაზიარება
საერთაშორისო უფლებების მენეჯერი
განაცხადის შეტანა
თანამდებობა საერთაშორისო უფლებების მენეჯერი
ორგანიზაცია გამომცემლობა პალიტრა L
ადგილმდებარეობა თბილისი
ბოლო ვადა 1 თებერვალი 2022
   
ვაკანსიის აღწერა
მოვალეობები
  • ქართული საბავშვო და მხატვრული ლიტერატურის უცხოური ბაზრებისთვის შეთავაზება;
  • ახალი გამომცემლობების შესწავლა და იდენტიფიცირება გაყიდვების გაზრდის მიზნით;
  • საერთაშორისო ბაზრობებისთვის კატალოგების, ფასების და წარმოების გრაფიკების მომზადება;
  • საერთაშორისო წიგნის ბაზრობებში მონაწილეობის მიღება.
მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება მენეჯმენტის ან მარკეტინგის განხრით;
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება პროექტის მენეჯერის ან გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა როგორც წერითი, ასევე სასაუბრო (პრიორიტეტი მიენიჭება დამატებითი ენების ცოდნას).


პიროვნული მახასიათებლები:

 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ინიციატივიანი და ლიდერული უნარ-ჩვევების მატარებელი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კომუნიკაბელური და პოზიტიური


პირობები

სამუშაო გრაფიკი: სრული; 09:30-18:00 სთ;

ადგილმდებარეობა: იოსებიძის .#49

 

გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზეvacancy@palitra.ge


 

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა  მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშავოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.