ვაკანსიების სიაზე გადასვლა
საბეჭდი ფორმა
გაზიარება
დიზაინერი
განაცხადის შეტანა
თანამდებობა დიზაინერი
ორგანიზაცია კვირის პალიტრა
ადგილმდებარეობა თბილისი
ბოლო ვადა 20 დეკემბერი 2021
   
ვაკანსიის აღწერა
მოვალეობები
  • შემოსულ დაკვეთაზე ახალი სარეკლამო დიზაინის მოფიქრება;
  • კომპანიის საპრომოციო და/ან საინფორმაციო მასალების დიზაინი/რედიზაინი;
  • კომპანიის საპრომოციო და/ან საინფორმაციო მასალების ციფრული დამუშავება და დასაბეჭდად გამზადება;
  • ჟურნალ-გაზეთების ყდებზე მუშაობა, კატალოგებზე მუშაობა და უშუალოდ ჩართულობა გამოცემებზე;
  • წიგნების ყდის ვიზუალზე მუშაობა, წიგნის შიდა პაკეტის დიზაინის შექმნა და დამკვეთთან შეთანხმება;
  • მისი კომპეტენციის ფარგლებში სტამბასთან ურთიერთობა და დასაბეჭდი მასალის შესაბამისობის, ვადების კონტროლი;
  • მარკეტინგის დეპარტამენტის სტრატეგიული მიზნების ჩამოყალიბებაში და მის ხარისხიანად შესრულებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში.
მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავსი მიმართულებით 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • აუცილებელია Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Adobe Indesign, Corel draw პროგრამების ცოდნა.



პიროვნული მახასიათებლები:


  • ორგანიზებული
  • კომუნიკაბელური
  • კრეატიული


პირობები

 

სამუშაო გრაფიკი: სრული; 09:30-18:30 სთ;

ადგილმდებარეობა: იოსებიძის .#49

 


დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@palitra.ge



აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა  მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშავოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.