ვაკანსიების სიაზე გადასვლა
საბეჭდი ფორმა
გაზიარება
კომერციული დირექტორი
განაცხადის შეტანა
თანამდებობა კომერციული დირექტორი
ორგანიზაცია ჯ.ე.პ.
ადგილმდებარეობა თბილისი
ბოლო ვადა 30 აპრილი 2017
   
ვაკანსიის აღწერა
მოვალეობები
  • კომპანიის კომერციული საქმიანობის კონტროლი;
  • კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • კომპანიის ყოველდღიური ოპერაციების ეფექტიანად მართვა;
  • კორპორატიულ კლიენტებთან შეხვედრა და მოლაპარაკებების წარმოება;
  • ახალ და არსებულ საერთაშორისო მომწოდებლებთან ურთიერთობის დამყარება;
  • მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმართვა პროდუქციის ფასებთან, მოწოდების პირობებთან და ვადებთან დაკავშირებით;
  • კომპანიის ინტერესების სფეროდან გამომდინარე ადგილობრივ ბაზარზე არსებული ფასების ცოდნა და მუდმივი კონტროლი, როგორც მომსახურების, ასევე საქონლის ნაწილში;
  • საერთაშორისო ბაზარზე კომპანიისთვის საინტერესო პროდუქციის მოძიება, შესყიდვა;
  • პროდუქციის ტრანსპორტირებისა და განბაჟების კონტროლი;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების მოთხოვნის შესწავლა და ანალიზი;
  • პროდუქციაზე მოთხოვნის შესწავლის შედეგად, შესაბამისი მოცულობის და სახეობის პროდუქციის შესყიდვა და მოწოდების კონტროლი;
  • კომპანიის მიერ შესყიდული პროდუქციის მარაგების კონტროლი და საწყობის მობიტორინგი;
  • ადგილობრივ ტენდერებში მონაწილეობის მიღება და საჭირო პროცედურების უზრუნველყოფის კონტროლი.
მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება შესყიდვების სფეროში (შესყიდვების ან იმპორტის მენეჯერად)
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის (დირექტორი, გენერალური მენეჯერი);
  • ძირითადი საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
  • უცხო ენების (რუსული, ინგლისური) მაღალ დონეზე ფლობა.



აუცილებელი უნარები:



  • მიზანმიმართული და დასახული მიზნების მიღწევაზე ორიენტირებული;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • თვითმოტივირებული და განვითრებაზე ორიენტირებული;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • ინიციატივიანი და ახალი იდეების გენერატორი;
  • კრიტიკულ სიტუციებში სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • გუნდის ეფექტურად მართვისა და მოტივირების უნარი.
  • გაყიდვებზე ორიენტირებული;
  • ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული;





პირობები

სამუშაო გრაფიკი: სრული

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, იოსებიძის ქ #49