ვაკანსიების სიაზე გადასვლა
საბეჭდი ფორმა
გაზიარება
ფინანსური ანალიტიკოსი
განაცხადის შეტანა
თანამდებობა ფინანსური ანალიტიკოსი
ორგანიზაცია პალიტრა ჰოლდინგი
ადგილმდებარეობა თბილისი
ბოლო ვადა 31 აგვისტო 2022
   
ვაკანსიის აღწერა
მოვალეობები
  • ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშის მოკლევადიანი პროგნოზის შექმნა და კონტროლი;
  • საბიუჯეტო დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და სტრატეგიული ფინანსური გეგმის შედგენა;
  • დებიტორების და კრედიტორების კონტროლი;
  • ყოველთვიური ფინანსური ანალიზის მომზადება და არსებული სტანდარტების შესაბამისად რეპორტის შედგენა;
  • ჩართულ მხარეებთან ანგარიშის წარდგენა;
  • სხვა ყოველდღიური დავალებების შესრულება.
მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება  ფინანსების, ბუღალტერიის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Excel-ის;
  • IFRS სტანდარტების ცოდნა;
  • ფინანსების ცოდნა.


პიროვნული მახასიათებლები:


  • მოტივირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • განვითარებაზე და დეტალებზე ორიენტირებული;
  • აქტიური.


პირობები

სამუშაო გრაფიკი: სრული; 09:30-18:30 სთ;

ადგილმდებარეობა: იოსებიძის .#49

 

გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზეvacancy@palitra.ge


აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა  მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშავოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.