ვაკანსიების სიაზე გადასვლა
საბეჭდი ფორმა
გაზიარება
გაყიდვების მენეჯერი
განაცხადის შეტანა
თანამდებობა გაყიდვების მენეჯერი
ორგანიზაცია პალიტრანიუსი
ადგილმდებარეობა თბილისი
ბოლო ვადა 12 ივლისი 2022
   
ვაკანსიის აღწერა
მოვალეობები
  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება, მათი საჭიროებიდან გამომდინარე შეთავაზებების მომზადება. მომხმარებლებისთვის პრეზენტაციის გაკეთება;
  • ტელევიზიაში მიმდინარე/დაგეგმილი გადაცემებისთვის შესაბამისი (თემატურად დაკავშირებული) კომპანიების მოძიება, მათთვის სარეკლამო შეთავაზების გაკეთება;
  • მომხმარებლებისთვის სრული სერვისის შეთავაზება, მათ შორის კონტრაქტის მომზადება და კონტრაქტის შესრულების პირობის მონიტორინგი;
  • ახალი სარეკლამო პროდუქტებისა და პროექტების შექმნა კომპანიის სხვა შესაბამის სამსახურებთან ერთად, შესაბამისი შეთავაზების მომზადება და წარდგენა;
  • განხორცილებული ქმედებების შესახებ ანგარიშის მომზადება, შესაბამისი ბაზების მომზამდება და ანალიზი;
  • გაყიდვების მიმართულებით სისტემის აწყობა და განვითარება.


მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება, BBA/MBA ბიზნესში (სასურველია მარკეტინგის კონცენტრაციით) ან ეკონომიკაში ჩაითვლება უპირატესობად;
  • ტელევიზიის სამაუწყებლო კონცეფციის, მიზნობრივი აუდიტორიის, გადაცემებისა და სარეკლამო პროდუქტების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ტელევიზიაში მუშაობის გამოცდილება, ტელევიზიის გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
  • სასურველია მარკეტინგის საფუძვლების ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.


პიროვნული მახასიათებლები:

 

  • ძალიან აქტიური, კომუნიკაბელური და სხარტად მოაზროვნე;
  • პრეზენტაბელური;
  • პოზიტიური, ოპტიმისტური, მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული და პასუხისმგებლობიანი;
  • გუნდური და მზრუნველი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.




პირობები

სამუშაო გრაფიკი: სრული; 09:30-18:30 სთ;

ადგილმდებარეობა: იოსებიძის .#49

 

გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზეvacancy@palitra.ge


აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა  მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშავოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.