ვაკანსიების სიაზე გადასვლა
საბეჭდი ფორმა
გაზიარება
იურისტი
განაცხადის შეტანა
თანამდებობა იურისტი
ორგანიზაცია კვირის პალიტრა
ადგილმდებარეობა თბილისი
ბოლო ვადა 19 დეკემბერი 2019
   
ვაკანსიის აღწერა
მოვალეობები
  • პრობლემური აქტივების მართვა და წარმომადგენლობა სასამართლოში, აღსრულებაში და სხვ.;
  • იურიდიული რისკების მინიმიზაციის მართვის სისტემის ჩამოყალიბება/დანერგვაში მონაწილეობის მიღება მისი კომპეტენციის ფარგლებში;
  • საკანონმდებლო სიახლეების მუდმივი გაცნობა და გუნდის წევრებისთვის გაზიარება;
  • შესრულებული სამუშაოს,დაკისრებული დავალებების და სხვა მუდმივი ანგარიშგების განხორცილება ხელმძღვანელისადმი წინასწარ შეთანხმებული ვადებით, შინაარსითა და ფორმით;
  • დეპარტამენტში შემოსული დაკვეთებიდან მასზე დაკისრებული დავალებების ოპერატიული და ხარისხიანი შესრულება.
მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება; სასურველია მაგისტრის ხარისხი;
  • იურისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია მოქმედი ადვოკატის ლიცენზია;
  • მოქმედების არეალია კერძო სამართალი;
  • უპირატესობა მიენიჭება იურიდიულ სამუშაო გამოცდილებას: სასამართლოში, ბანკში; ადვოკატურაში; აქტივების მართვის სფეროში; აღსრულებაში; სანოტარო ბიუროში;
  • აუცილებელია უცხო ენების, ინგლისურის და რუსულის ცოდნა;
  • აუცილებელია Excel-ის კარგად ფლობა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.




პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

 

  • ორგანიზებულობა;
  •  მობილიზებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • დეტალებისადმი ყურადღებიანობა;
  • კომუნიკაბელურობა და გახსნილობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი.


პირობები

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:30-18:00 სთ;

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: იოსებიძის #49






აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა  მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშავოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.