ვაკანსიების სიაზე გადასვლა
საბეჭდი ფორმა
გაზიარება
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
განაცხადის შეტანა
თანამდებობა ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ორგანიზაცია პალიტრა მედია
ადგილმდებარეობა თბილისი
ბოლო ვადა 3 ნოემბერი 2019
   
ვაკანსიის აღწერა
მოვალეობები
  • კომპანიის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მიზნების განსაზღვრა, კომპანიის მენეჯმენტთან შეთანხმება და მათი მაღალი ხარისხით შესრულების უზრუნველყოფა;
  • კომპანიაში/წევრ შვილობილ კომპანიებში, მის სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობაში, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის და პროცედურების შექმნა;
  • კომპანიის/შვილობილი კომპანიების მასშტაბით ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის შემუშავება;
  • საკადრო პოლიტიკის, პერსონალის შერჩევის და ინტეგრაციის მექანიზმების (პროცედურები, ინსტრუმენტები) შექმნა/დანერგვა;
  • კომპანიის/შვილობილი კომპანიების მასშტაბით სამუშაო ადგილებისთვის შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩამოყალიბება და სათანადო კვალიფიკაციის პერსონალით დაკომპლექტების უზრუნველყოფა;
  • კომპანიის მასშტაბით პერსონალის კარიერის დაგეგმვის სიტემების შექმნა და დანერგვა;
  • კომპანიის პერსონალის მართვის პოლიტიკის (სახელფასო სისტემა, პრემირების სისტემა, შეფასების სისტემა) შექმნა/დანერგვა/შესრულების კონტროლი.
  • სამუშაოს შეფასების სისტემის შექმნა, დანერგვა და შესრულების კონტროლი;
  • თანამშრომელთა პროფესიული განვითარების პოლიტიკის შემუშავება;
  • პერიოდული კვლევების ჩატარება პერსონალის შრომითი კმაყოფილების დონის შეფასებისა და არსებული პრობლემების გამოვლენისთვის;
  • პერსონალის ლოიალურობის ამაღლების პროგრამის შემუშავება და მასში გათვალისწინებული მოქმედებების განხორციელება;
  • კომპანიის როგორც სასურველი დამქირავებლის იმიჯის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება.
მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება, შრომის და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • სასურველია მაგისტრის ხარისხი;
  • ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • უცხო ენების ინგლისური, რუსულის თავისუფლად ფლობა.
პირობები

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: იოსებიძის ქ.#49