ვაკანსიების სიაზე გადასვლა
საბეჭდი ფორმა
გაზიარება
დირექტორი
განაცხადის შეტანა
თანამდებობა დირექტორი
ორგანიზაცია ჯ.ე.პ.
ადგილმდებარეობა თბილისი
ბოლო ვადა 5 ოქტომბერი 2019
   
ვაკანსიის აღწერა
მოვალეობები
  • კომპანიის კომერციული საქმიანობის კონტროლი;
  • კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • კომპანიის ყოველდღიური ოპერაციების ეფექტიანად მართვა;
  • კორპორატიულ კლიენტებთან შეხვედრა და მოლაპარაკებების წარმოება;
  • ახალ და არსებულ საერთაშორისო მომწოდებლებთან ურთიერთობის დამყარება;
  • მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმართვა პროდუქციის ფასებთან, მოწოდების პირობებთან და ვადებთან დაკავშირებით;
  • კომპანიის ინტერესების სფეროდან გამომდინარე ადგილობრივ ბაზარზე არსებული ფასების ცოდნა და მუდმივი კონტროლი, როგორც მომსახურების, ასევე საქონლის ნაწილში;
  • საერთაშორისო ბაზარზე კომპანიისთვის საინტერესო პროდუქციის მოძიება, შესყიდვა;
  • პროდუქციის ტრანსპორტირებისა და განბაჟების კონტროლი;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების მოთხოვნის შესწავლა და ანალიზი;
  • პროდუქციაზე მოთხოვნის შესწავლის შედეგად, შესაბამისი მოცულობის და სახეობის პროდუქციის შესყიდვა და მოწოდების კონტროლი;
  • კომპანიის მიერ შესყიდული პროდუქციის მარაგების კონტროლი და საწყობის მობიტორინგი;
  • ადგილობრივ ტენდერებში მონაწილეობის მიღება და საჭირო პროცედურების უზრუნველყოფის კონტროლი.
მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; MBA ჩაითვლება უპირატესობად;
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება შესყიდვების და გაყიდვების მიმართულებით;
  • მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
  • უცხო ენების, ინგლისურის და რუსულის მაღალ დონეზე ფლობა.



 

აუცილებელი უნარები:


 

  • მიზანმიმართული და დასახული მიზნების მიღწევაზე ორიენტირებული;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • კრიტიკულ სიტუციებში სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • გუნდის ეფექტურად მართვისა და მოტივირების უნარი.
  • გაყიდვებზე ორიენტირებული;
  • ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული.
პირობები

სამუშაო გრაფიკი: სრული