ვაკანსიების სიაზე გადასვლა
საბეჭდი ფორმა
გაზიარება
სოციალური მედიის ჯგუფის ხელმძღვანელი
განაცხადის შეტანა
თანამდებობა სოციალური მედიის ჯგუფის ხელმძღვანელი
ორგანიზაცია ნიუსრუმი
ადგილმდებარეობა თბილისი
ბოლო ვადა 3 ოქტომბერი 2019
   
ვაკანსიის აღწერა
მოვალეობები
  • გუნდის ხელმძღვანელობა, რომლის მიზანია თემატურად განსხვავებული რამდენიმე ცნობილი ქართული საინფორმაციო პორტალის კონტენტის სწორი პრეზენტაცია ფეისბუქსა და ინსტაგრამზე, ამ არხებისთვის შესაბამისი ფორმატებით;
  • ინსტაგრამისა და ფეისბუქისთვის ადაპტირებულ ფორმატებში კონტენტის მომზადების ტექნიკური და შინაარსობრივი ცოდნა, რათა უზუნველყოფილი იყოს ამ აუდიტორიების დროული ინფორმირება ახალ და მიმდინარე ამბებსა თუ თემატურ, არანიუსურიინფორმაციის შესახებ;
  • საინფორმაციო და თემატური პორტალების სწორი კომუნიკაციის უზრუნველყოფა ინსტაგრამ და ფეისბუქ-აუდიტორიებთან, ბრენდინგის გაძლიერების მიზნით;
  • უცხოური მედიასაშუალებების ინსტაგრამ და ფეისბუქ-კონტენტის მუდმივი მონიტორინგი და სოციალური მედიის პლატფორმებზე ამბების თხრობის თანამედროვე ფორმების დანერგვა გვერდებზე;
  • შესაბამისი ვებგვერდის ბრენდირებული ფოტო/ვიდეო მასალის მომზადების ტექნიკური და შინაარსობრივი ცოდნა ინსტაგრამისა და ფეისბუქის Feed-სთვის (მობილურზე ადაპტირებულ ზომებშისთვისისა და IGTV-სთვის;
  • ფეისბუქ და ინსტაგრამ-გვერდების ანალიტიკა და ყოველკვირეული რეპორტების მომზადება;
მოთხოვნები
  • სოციალური მედიის მიმართულებით ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
  • სოციალური მედიის ინსტრუმენტების ცოდნა;
  • სამონტაჟო და ან სხვა დიზაინერული პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა.


პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:


  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • შინაარსის გაგებისა და გადმოცემის უნარი;
  • ორგანიზებული;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებული.
პირობები

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი: 09:30-18:00 სთ;

ადგილმდებარეობა: იოსებიძის ქ.#49