ვაკანსიების სიაზე გადასვლა
საბეჭდი ფორმა
გაზიარება
საერთაშორისო პროექტების მენეჯერი
განაცხადის შეტანა
თანამდებობა საერთაშორისო პროექტების მენეჯერი
ორგანიზაცია გამომცემლობა პალიტრა L
ადგილმდებარეობა თბილისი
ბოლო ვადა 24 ოქტომბერი 2022
   
ვაკანსიის აღწერა
მოვალეობები
  • პროექტების შერჩევა, ავტორებთან, უცხოურ გამომცემლობებთან ურთიერთობა, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა;
  • გამოცემისთვის დამახასიათებელი ეტაპების მართვა/კონტროლი (საავტორო უფლების მოპოვება, მთარგმნელის მოძიება, სარედაქციო, ფინანსური და იურიდიული საკითხების მოგვარება);
  • გამოცემების პრომოუშენის დაგეგმვა მარკეტინგის სამსახურთან ერთად;
  • გამოცემის ქსელში გასვლის შემდგომი რეალიზაციის ზედამხედველობა/ მონიტორინგის გავრცელების არხების ჭრილში და ნაშთების კონტროლი გაყიდვების სამსახურთან ერთად.
მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება, მენეჯმენტის ან მარკეტინგის განხრით;
  • აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროექტის მენეჯერის ან ბრენდ მენეჯერის  პოზიციაზე;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • საოფისე  პროგრამების ცოდნა.


პიროვნული მახასიათებლები:


  • ორგანიზებული;
  • კომუნიკაბელური;
  • განვითარებაზე და დეტალებზე ორიენტირებული.
პირობები

სამუშაო გრაფიკი: სრული; 09:30-18:30 სთ;

ადგილმდებარეობა: იოსებიძის .#49

ანაზღაურება:1000 ლარიდან

 

გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზეvacancy@palitra.ge


აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა  მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშავოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.