ვაკანსიების სიაზე გადასვლა
საბეჭდი ფორმა
გაზიარება
ციფრული მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი
განაცხადის შეტანა
თანამდებობა ციფრული მარკეტინგის და გაყიდვების ხელმძღვანელი
ორგანიზაცია Hotsale.ge
ადგილმდებარეობა თბილისი
ბოლო ვადა 8 ნოემბერი 2021
   
ვაკანსიის აღწერა
მოვალეობები
  • გაყიდვების გეგმების დასახვა მმართველ გუნდთან შეთანხმებით და დაქვემდებარებულ გუნდზე გეგმების ოპტიმალური გადანაწილება, გეგმების აღსრულების უწყვეტი მხარდაჭერა;
  • მმართველი გუნდის მიერ დამტკიცებული მარკეტინგული ბიუჯეტის ფარგლებში მარკეტინგული გეგმის წარდგენა და ბიუჯეტის ეფექტურად განკარგვის უზრუნველყოფა;
  • მომხმარებლებთან მარკეტინგული კომუნიკაციის შესაბამისობის უზრუნველყოფა ბრენდის ზოგად ფილოსოფიასთან;
  • გასაყიდი შეთავაზებების ვებ-გვერდზე შინაარსობრივად და ვიზუალურად ეფექტურად განთავსების უზრუნველყოფა;
  • გასაყიდი შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის ეფექტურად გავრცელების უზრუნველყოფა და გავრცელების მარკეტინგული არხების განვითარება;
  • მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდის მართვა, სწავლება, მოტივაცია და განვითარება საუკეთესო შედეგების უზრუნველსაყოფად;
  • მარკეტინგული კონტენტის მომზადება ვებ-გვერდისთვის და სოციალური ქსელებისთვის, სოციალურ ქსელებში მარკეტინგული ინფორმაციის ეფექტურად გავრცელების უზრუნველყოფა
  • SMS და Email მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და მართვა
  • მარკეტინგული ბლოგების შექმნა ვებ-გვერდისთვის და საიტზე განთავსება
  • დიზაინერთან და ფოტოგრაფთან თანამშრომლობა ციფრული მარკეტინგული კამპანიებისთვის ვიზუალური მასალის შესაქმნელად
  • გაყიდული პროდუქციის მიწოდების სქემაში ხარვეზების იდენტიფიცირება, გამართვა და ლოჯისტიკის სპეციალისტის საქმიანობის მართვა
  • მმართველი გუნდის მიერ განსაზღვრული ძირითადი გაყიდვების და მარკეტინგული პარამეტრების მიღწევის უზრუნველყოფა და შედეგების წარდგენა
მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება
  • ციფრულ არხებში მარკეტინგის ან გაყიდვების მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება;
  • ციფრულ არხებში მარკეტინგის ან SMS, Email მარკეტინგისდაინსტრუმენტების ცოდნა და კამპანიების მართვის გამოცდილება;
  • Google Analytics-ის საფუძვლიანი ცოდნა;  
  • E-commerce-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • გუნდის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.


პიროვნული მახასიათებლები:


  • კომუნიკაბელურობა;
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალობა;
  • გუნდურობა;
პირობები

სამუშაო გრაფიკი: სრული; 09:30-18:00 სთ;

ადგილმდებარეობა: იოსებიძის .#49

 


დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@palitra.ge

 

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა  მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშავოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.