ვაკანსიების სიაზე გადასვლა
საბეჭდი ფორმა
გაზიარება
კომპიუტერული სისტემების და ქსელის სპეციალისტი
განაცხადის შეტანა
თანამდებობა კომპიუტერული სისტემების და ქსელის სპეციალისტი
ორგანიზაცია კვირის პალიტრა
ადგილმდებარეობა თბილისი
ბოლო ვადა 1 ოქტომბერი 2021
   
ვაკანსიის აღწერა
მოვალეობები
  • ოპერაციული სისტემების ინსტალაცია;
  • კომპიუტერული ტექნიკის სხვა პროგრამული უზრუნველყოფა;
  • პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი, სვიჩი, როუტერი) გამართვა-ინსტალაცია და მომსახურება;
  • კომპიუტერული ტექნიკის დიაგნოსტიკა;
  • კომპიუტერული ტექნიკის შეკეთება (შეცვლა/გამართვა და სხვა);
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტიპის ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში);
  • მომხმარებლებთან (user-ებთან) მაღალი ხარისხის სერვისზე ორიენტირებული მუშაობა.
მოთხოვნები
  • სასურველია უმაღლესი, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • სასურველია კომპიუტერულ ტექნიკასთან და ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერის (ნოუთბუქის) პროგრამული უზრუნველყოფა (სხვადასხვა პროგრამების, აგრეთვე გარე მოწყობილობების ინსტალაცია)
  • კომპიუტერის მუშაობაში წარმოქმნილი პრობლემის იდენტიფიცირება, კლასიფიცირება და შესაბამისი ზომების მიღება (მათ შორის ინტერნეტ რესურსის დახმარებით);
  • კომპიუტერის (ნოუთბუქის) შემადგენელი კომპონენტების ცოდნა და მათი დიაგნოსტიკა-შეცვლა;
  • პერიფერიული ტექნიკის (პრინტერი, სკანერი, სვიჩი, როუტერი) გამართვა-ინსტალაცია და მათთან მუშაობის ცოდნა;
  • კომპიუტერის (ნოუთბუქის) როგორც ფიზიკური, ასევე პროგრამული მხარის ოპტიმიზაცია და მოვლა.



პიროვნული მახასიათებლები:



  • კომპიუტერულ და პერიფერიულ ტექნიკასთან კარგი მუშაობისა და პრობლემების გაანალიზების კარგი უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • განვითარებაზე ორიენტირებული.
პირობები

სამუშაო გრაფიკი: სრული;

ადგილმდებარეობა: იოსებიძის .#49

 

 

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა  მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშავოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.