ვაკანსიების სიაზე გადასვლა
საბეჭდი ფორმა
გაზიარება
IT დეპარტამენტის ხელმძღვანელი
განაცხადის შეტანა
თანამდებობა IT დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ორგანიზაცია პალიტრა მედია
ადგილმდებარეობა თბილისი
ბოლო ვადა 26 მაისი 2021
   
ვაკანსიის აღწერა
მოვალეობები
  • კომპანიის სტრატეგიული მიზნებიდან და ბიზნეს ამოცანებიდან გამომდინარე, დეპარტამენტის სტრატეგიული ხედვის, მისიის, გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნებისა და სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და ეფექტიანი აღსრულების უზრუნველყოფა კომპანიის მენეჯმენტის თანხმობითა და მხარდაჭერით;
  • ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დეპარტამენტის ორგანიზაციული სტრუქტურის, სტრუქტურული ერთეულების დებულებების, საშტატო განრიგის, თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობების ჩამოყალიბების/პერიოდული განახლების უზრუნველყოფა;
  • ხელმძღვანელის მიერ მისდამი დაქვემდებარებულ გუნდთან, მათი მაღალი ჩართულობით, დეპარტამენტის მიზნებისა და ამოცანების გაზიარება/შეთანხმება და თითოეული მიმართულებისთვის შესაბამისი მიზნების ჩამოყალიბებისა და სამოქმედო გეგმების შედგენის უზრუნველყოფა.
  • დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტიანობის საზომი ცხადი და ეფექტური მეტრიკების (KPI) შემუშავება და დანერგვა, მისი საქმიანობის ყველა მიმართულებით.
  • ხელმძღვანელის მიერ დეპარტამენტის თანამშრომელთა ანაზღაურებისა და ბონუსირების სისტემების პერიოდული გადახედვა, შეფასება და კორექტირება/ახლის ჩამოყალიბება;
  • დეპარტამენტის წლიური ბიუჯეტის ჩამოყალიბება, დასახული მიზნებიდან გამომდინარე;
  • დასახული მიზნების/პროექტების მართვა და შედეგების მიღწევის უზრუნველყოფა;
  • ხელმძღვანელის ძალისხმევით, დეპარტამენტის მიერ ჰოლდინგის მასშტაბით მრავალფეროვანი IT სერვისების მიწოდების სისტემის ფორმირება და მისი ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა გუნდის აქტიური ჩართულობით. ამ მხრივ, ჰოლდინგის წევრი კომპანიების მაღალი ხარისხით მომსახურებისა და მათი კმაყოფილების მუდმივი ზრდის კულტურის დანერგვა დეპარტამენტისა და კომპანიების IT თანამშრომელთა გუნდებში, მათ ყოველდღიურ საქმიანობაში.
  • ჰოლდინგის სარეკლამო მიმართულების, ინტერნეტ მედიისა და, საზოგადოდ, ვებ-განვითარების მიმართულების მაქსიმალური მხარდაჭერა. ამავე მიმართულებით განვითარების ახალი იდეების გენერირება და დამკვეთებისთვის შეთავაზება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
  • დეპარტამენტში ხელმძღვანელის ძალისხმევით, მისი ძირითადი ბიზნეს პროცესების აღწერილობებისა და სხვა აუცილებელი მარეგულირებელი სისტემური დოკუმენტების შექმნა/დამტკიცება და დანერგვის უზრუნველყოფა მთელი ჰოლდინგის მასშტაბით;
  • ხელმძღვანელის მიერ დეპარტამენტის ყოველდღიური ოპერაციების ეფექტიანად მართვა მისი მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად;
  • ჯანსაღი, სამართლიანი, გუნდური და ეფექტური სამუშაო გარემოს შექმნა მის დეპარტამენტში და ამავე პრინციპებით თანამშრომლობის უზრუნველყოფა კომპანიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან;
  • დეპარტამენტის მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა;
  • თანამშრომლების აუცილებელი უნარებისა და ცოდნების განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • ხელმძღვანელის მიერ დეპარტამენტის თანამშრომლების ჩართულობასა და კმაყოფილების ზრდაზე, მათ მზარდ თვითრეალიზაციასა და მოტივაციაზე და შედეგად მათი საქმიანობის შედეგების გაუმჯობესებაზე მუდმივად ზრუნვა;
  • თანამშრომლების ადმინისტრაციული კონტროლი.
მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება, პრიორიტეტად ჩაითვლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება IT მიმართულებით, მათ შორის 2 წელი ხელმძღვანელის პოზიციაზე;



პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

 

  • ლიდერობის, ორგანიზების და მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კრეატიული და განვითარებაზე ორიენტირებული;
  • შედეგზე ორიენტირებული.
პირობები

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:30-18:30;

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის 49

 

 

 

 

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

 

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშავოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

 

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა. კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

 

 

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.